შესვლა რეგისტრაცია

საქართველოს პროგრამისტთა ასოციაცია


საქართველოს პროგრამისტთა ასოციაცია 2007 წელს დაარსდა. თავიდან ჩვენი გუნდი არსებობდა როგორც საინიციატივო ჯგუფი. ვქმნიდით უფასო ვიდეოგაკვეთილებს სხვადასხვა პროგრამებსა და პროგრამირების ენებში, ხოლო 2019 წელს იურიდიულ პირად ჩამოვყალიბდით და დღესდღეობით შპს "საქართველოს პროგრამისტთა ასოციაციაა".

ჩვენი მთავარი მიზანია-შევქმნათ ქართულენოვანი უფასო სასწავლო ონლაინ გვერდი, სადაც ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება მიიღოს სრულყოფილი, უფასო განათლება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში. ჩვენთან, ნებისმიერ ჩვენს მომხმარებელს შეუძლია შეისწავლოს სრულყოფილად, როგორც კომპიუტერის სხვადასხვა პროგრამები ისე პროგრამირების ენები. ამჟამად ჩვენს გვერდზე ორი უფასო კურსია გაშვებული, HTML5-ის და CSS3-ის ვიდეოკურსები. უახლოეს მომავალში დაემატება სხვა პროგრამირების ენები და პროგრამების კურსები.

ჩვენი მიზანია გვყავდეს რაც შეიძლება მეტი პროფესიონალი ისეთ დარგებში, როგორიც არის პროგრამირების ენები, გრაფიკული პროგრამები, საოფისე ტექნოლოგიები, IT მენეჯმენტი და სხვა. ჩვენი გუნდი ზრუნავს ჩვენს მომხარებელზე და ყოველდღიურად აახლებს ვებ-გვერდს.

საქართველოს პროგრამისტთა ასოციაცია რამდენიმე თანამშრომლისაგან შედგება, რომლებიც გვერდის მუშაობის ამა თუ იმ საკითხზე არიან პასუხისმგებელნი. მათი გამოცდილება და პროფესიონალიზმი წარმოშობს იმ სასარგებლო და ხარისხიან პროდუქტს, რასაც ჩვენი საიტი სთავაზობს ჩვენს მომხმარებელს.


ოლეგი დანგაძე-საქართველოს პროგრამისტთა ასოციაციის დამფუძნებელი და დირექტორი. აქვს გამოცემული რამდენიმე ელექტრონული და ბეჭდური წიგნი პროგრამირების ენებში, კერძოდ HTML5, CSS3, JavaScript, PHP და სხვა. ყველა ვიდეო კურსი, წარმოდგენილი ჩვენს ვებ-გვერდზე-მისი შემოქმედებაა. პროფესიით ვებ-დიზაინერი, ვებ-პროგრამისტი, ოოპ პროგრამისტი, გრაფიკული დიზაინერი, პროფესიონალურ დონეზე ფლობს საოფისე ტექნოლოგიებს, პროგრამირების გარკვეულ ენებსა და ვებ-დიზაინისა და ვებ-პროგრამირების საფუძვლებს. მუდმივად ზრუნავს პროექტის განვითარებაზე, ახალი, ნიჭიერი კადრების აღზრდასა და მოწვევაზე პროექტში GPALAB. მისი და მისი გუნდის დამსახურებით შეიქმნა საქართველოს ინტერნეტ-ბაზარზე პირველი ქართულენოვანი სრულყოფილი პროგრამირებისა და პროგრამების უფასო შემსწავლელი ცენტრი.




n1kalai

ნიკოლოზ პალაგაშვილი-საქართველოს პროგრამისტთა ასოციაციის ვებ-დეველოპერი, ფლობს ვებ-დეველოპმენტის ყველა ენას. მისი პროფესიონალიზმის შედეგი და პროდუქტია საქართველოს პროგრამისტთა ასოციაციის ვებ-გვერდი. მუდმივად ზრუნავს პროექტის განვითარებაზე, გამოირჩევა განსაკუთრებული კრეატიულობითა და დიზაინერული ხედვით. მისი დამსახურებით არა ერთი სასიცოცხლოდ საჭირო ფუნქცია თუ დიზაინერული გადაწყვეტილება შეიქმნა ჩვენს ვებ-გვერდზე. გააჩნია გუნდურად მუშაობის უნარი, შეუძლია იმუშაოს სტრესულ რეჟიმში, სწრაფად მიიღოს ინოვაციური გადაწყვეტილებები და უმოკლეს ვადებში დადოს პროფესიონალურ დონეზე შესრულებული პროდუქტი.




თამარ ხურციძე-პროექტის მენეჯერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი. მისი დამსახურებაა ტექსტური ინფორმაცია ჩვენს-ვებ-გვერდზე, ჩვენს მომხმარებელთან ურთიერთობა და დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა. ასევე მისი ინიციატივით იქმნება გვერდის მენეჯმენტი, სამომავლო გეგმები და მიზნები, პროექტები, ჩართული ჩვენს საიტზე, საიტის ანალიტიკა და ყველაფერი ის, რაც უზრუნველოყოფს ჯანსაღ პროექტსა და პროექტის სიცოცხლეს. მისი გვერდში დგომა რომ არა, პროექტი საქართველოს პროგრამისტთა ასოციაცია ვერ იხილავდა დღის სინათლეს.